მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

UNHCR-თან თანამშრომლობით პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

24 ოქტომბერი , 2016

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პენიტენციურ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე „თავშესაფრის მაძიებლებთან, ლტოლვილებთან, მოქალაქეობის არმქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობა პენიტენციური დაწესებულებებში“.


აღნიშნულ თემაზე ტრენერთა ტრენინგი გასულ წელს სასწავლო ცენტრისა და პენიტენციური სისტემის იმ თანამშრომლებმა გაიარეს, რომლებიც ცენტრის ადგილობრივ და მოწვეულ ტრენერებს წარმოადგენენ.


გადამზადებული ტრენერები 22-23 ოქტომბერს თავად გაუძღვნენ ტრენინგს პენიტენციური დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმისა და სოციალურის სამსახურების თანამშრომელთათვის.


ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ იმ ძირითად რეგულაციებს, საერთაშორისო და ადგილორივ სტანდარტებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია თავშესაფრის მაძიებლებთან, ლტოლვილებთან, მოქალაქეობის არმქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობისას პენიტენციურ დაწესებულებებში.


მსმსნელებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებში.