მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება

26 ოქტომბერი , 2016

2016 წლის 19 ოქტომბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო პენიტენციური სამსახურის 300-ზე მეტი თანამშრომლის მომზადება-გადამზადებისა და სერტიფიცირების კურსი. პენიტენციური სამსახურის სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების, პენიტენციური დეპარტამენტის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს და გარე დაცვის სამმართველოს თანამშრომელთა სერტიფიცირება მიზნად ისახავს პროფესიული სტანდარტის ამაღლებას და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში.


ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ყველასათვის“.


პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება და სერტიფიცირება დაიწყო 2015 წელს, საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ.


მომზადება-გადამზადება უკვე გაიარა პენიტენციური სამსახურის 2400-ზე მეტმა თანამშრომელმა.