მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

ევროკავშირის ახალი პროექტის წარმომადგენლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს ეწვიენ

04 ნოემბერი , 2016

2 ნოემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში შედგა შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ახალი პროექტის ხელმძღვანელებთან.


პროექტი ითვალისწინებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების განვითარების მხარდაჭერას. სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები.


შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სასწავლო ცენტრის დირექტორმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის მუშაობის, ცენტრში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.


შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სხვადასხვა ერთობლივი აქტივობები.