მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

სასწავლო ცენტრში INL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

18 ნოემბერი , 2016

სასწავლო ცენტრში სამუშაო შეხვედრა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) წარმომადგენლებთან.


შეხვედრას აშშ-ს საელჩოს მხრიდან ესწრებოდნენ ანტონი სტრეველერი, აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) პოლიტიკის მრჩეველი და გვანცა საური, INL-ის პროგრამების კოორდინატორი.


სასწავლო ცენტრის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ცენტრის დირექტორმა ავთანდილ მიქანაძემ, დირექტორის მოადგილემ შოთა ტორაძემ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველმა ტარას ახალაიამ და სპეციალისტმა თამარ დარჩიამ.


INL-ის ბიუროსა და სასწავლო ცენტრს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. სამუშაო შეხვედრა აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლო გეგმების დასახვასა და განხილვას დაეთმო.