მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა

02 დეკემბერი , 2016

2016 წლის 26 ოქტომბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“, რომელიც ძალაში შევა 2017 წლის 1 აპრილიდან.


ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით სასწავლო ცენტრში შემუშავდა სპეციალური სასწავლო პროგრამა - „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა“, რომლის მიხედვითაც დაიწყო სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული, საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების თანამშრომლების გადამზადება.


ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე სიტუაციურ ანალიზს, დისკუსიას, პრეზენტაციას, ინდივიდუალურ და ჯგუფური მუშაობას, შემთხვევების განხილვას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, კაზუსებზე მუშაობას, სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობას.


ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს ეცოდინებათ:

  • წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დეფინიცია;
  • სავალდებულო შეტყობინების წესი, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში;
  • დაზიანების ფერადი ფოტოგადაღების ტექნიკა სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით, ასევე ფოტოაპარატის და მასში არსებული ინფორმაციის შენახვისა და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენის წესი და პირობები;
  • პაციენტთან ინტერვიუს ტექნიკა და წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დოკუმენტირების ეთიკური ასპექტები;
  • სხეულის დაზიანების სახეები და მათი იდენტიფიცირების, ასევე ლოკალიზაციისა და ხანდაზმულობის სავარაუდო ვადის განსაზღვრის მეთოდები;
  • წამების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მტკიცებულებები;
  • წამებებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის დიაგნოსტიკური გამოკვლევის მეთოდები;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვისა და დოკუმენტირების წესი.


მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს აღნიშნული უფლებამოსილების კანონის ფარგლებში წარმატებით განხორციელებას.


სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროექტთან "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II" თანამშრომლობის ფარგლებში.