მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

სასწავლო ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრა შედგა

11 იანვარი , 2017

მიმდინარე წლის 11 იანვარს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა შედგა.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტუდენტებს ცენტრის ხარისხის მართვის კოორდინატორი შეხვდა. სტუდენტები გაეცნენ სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ცენტრში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს.


სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა.


მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებს შორის სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას კუთხით.