მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სასწავლო ცენტრში ტრენინგი ტარდება

23 იანვარი , 2017

მიმდინარე წლის 23-26 იანვარს სასწავლო ცენტრში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ტრენინგი ტარდება.


არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო არასრულწლოვანი მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს განიხილავს. პატიმრობის კოდექსის 42-ე და არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულებსი კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საბჭო განიხილავს როგორც არასრულწლოვან, ასევე იმ სრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხებს, რომელთაც დანაშაული არასრულწლოვნების პერიოდში ჩაიდინეს.


აღნიშნული საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, სასწავლო ცენტრში შემუშავდა შესაბამისი სასწავლო პროგრამა და დაიგეგმა ტრენინგი, სადაც გადამზადდებიან პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი განყოფილების თანამშრომლები. სასწავლო კურსში დაწესებულებების თანამშრომელთა გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი საბჭოს წევრებიც. ტრენინგი აღნიშნულ თემაზე სასწავლო ცენტრში 3 ჯგუფისთვის ჩატარდება.


სასწავლო კურსის გავლის შედეგად გადამზადებული თანამშრომლები შეძლებენ იმოქმედონ მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და აღნიშნული საქმეები მაღალკვალიფიციურად აწარმოონ.