მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
თქვენ იმყოფებით:  ტაქტიკური მომზადება

ტაქტიკური მომზადება

განახლების პროცესშია


2014 წლის მაისის თვეში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის პრაქტიკაში პირველად, ირლანდიელი ექსპერტის ხელმძღვანელობით, სპეციალური საშუალებების გამოყენებაში ტრენერთათვის ტაქტიკური მომზადების ტრენინგი ჩატარდა.


სასწავლო ცენტრი სპეციალური საშუალებების გამოყენებაში სისტემის თანამშრომელთა პერმანენტული გადამზადების კურსს იწყებს, რომელიც ესატყვისება პატიმრობის კოდექსში შეტანილ შესაბამის ცვლილებებს.


აღნიშნული პროცესის დაწყებამდე ტრენერთა ეფექტური გუნდის მომზადების მიზნით ჩატარდება ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი, რომელსაც პოლონელი ექსპერტები წარუძღვებიან, პოლონეთის ქალაქ კალიშეს სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრიდან. ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 6 დღე და იგი ჩატარდება სექტემბრის ბოლო კვირას.


ტრენინგის მიზანია პატიმრობის კოდექსით დაშვებული სპეციალური საშუალებების გამოყენებისთვის მონაწილეთა მომზადება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით, რათა საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული საშუალებების გამოყენება მოხდეს ამ სტანდარტების სრული დაცვით.