მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

სასწავლო ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის ექსპერტი

16 იანვარი , 2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის პროექტის - „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი ვოლფგანგ გოჩაკი და პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე თინათინ უფლისაშვილი.


ვიზიტის მიზანია სასწავლო ცენტრის საქმიანობის დეტალურად შესწავლა, საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის შემდგომ განვითარებასა და საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.


სამუშაო შეხვედრებზე მხარეები სასწავლო ცენტრის საქმიანობის იმ მიმართულებებს განიხილავენ, რომელთა განხორციელებასაც ევროკავშირი შეუწყობს ხელს. ასევე, დაიგეგმება ევროკავშირისა და სასწავლო ცენტრის სამომავლო ერთობლივი აქტივობები.


ევროკავშირის ექსპერტთან სამუშაო შეხვედრები სასწავლო ცენტრში მიმდინარე წლის 11 იანვარს დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება.