მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
 
თქვენ იმყოფებით:  სიახლეების არხივი სიახლეები

სასწავლო ცენტრში ევროკავშირის სამუშაო ჯგუფების შემაჯამებელი შეხვედრა შედგა

18 იანვარი , 2017

მიმდინარე წლის 11-17 იანვარს ევროკავშირის ქვეპროექტის ფარგლებში - „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მუშაობის შესწავლის მიზნით, სამუშაო შეხვედრები შედგა.


ევროკავშირის ექსპერტებისა და ადგილობრივი თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული 3 სამუშაო ჯგუფი 5 დღის განმავლობაში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, N6 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში შეხვედრებს მართავდა.


სამუშაო ჯგუფების მიზანს წარმოადგენდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების აღწერა, ასევე, ამ სისტემების ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გამოვლენა.


18 იანვარს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სამუშაო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფების ხელმძღვანელებმა 5 დღიანი მუშაობის შედეგები აღწერა წარადგინეს. პროექტის ექსპერტებმა კი შემდგომი საქიანობის მიმართულებები გამოკვეთეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს.


შემაჯამებელ შეხვედრას პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი ვოლფგანგ გოტშალკი უძღვებოდა, რომელმაც დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და და მადლობა გადაუხადა აღნიშნულ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს. ვოლფგანგ გოტშალმა, ასევე, ხაზი გაუსვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის, ავთანდილ მიქანაძის აქტიურ თანამონაწილეობასა და მხარდაჭერა სამუშაო პროცესში. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარებაში.